როგორც "ფორმულანიუსს" პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა, საქმეში იკვეთება კორუფციული სქემა, რომელშიც შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
მისი შეფასებით, სხვა შემთხვევაში გაუმართლებელია შეწყალება, ვინაიდან შეწყალებულთა უმეტესობა მძიმე და განსაკუთრევით მძიმე მუხლებით იყო მსჯავდებული.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორისაც არის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი და ნარკორეალიზატორი.
ამ ფაქტმა, საზოგადოების დიდი ნაწილის, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.